- დავხვეწეთ გეგმები (ჩავამატეთ გამოტოვებული ადგილები)
- ვიმუშავეთ ბლოგებზე
- შევცვალეთ დიზაინი
- მივაბით ბმულები
- გავიხსენეთ და შევაჯერეთ სრულად ტრენინგზე პირველი დღიდან გავლილი მასალა მეცხრე დღის ჩათვლით.
- კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს
ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენს ტრენერთან ქალბატონ ხათუნასთან თანამშრომლობა და მუშაობა, ძალიან კარგად გამოსაყენებელი აღმოჩნდა სახელმძღვანელო http://tpdc.ge/essentials/, მასში არსებული რესურსებითურთ. ვისწავლეთ ელ.პორტფოლიოს შექმნა, რომლსაც ვამდიდრებდით ყოველ ტრენინგზე; გავეცანით საიტს ncp.ge -ს; განვიხილეთ საპროექტო იდეები და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი; ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე, განვიხილეთ პუბლიკაციის ნიმუში და ჩეკლისტის გამოყენებით თავად შევქმენიტ სტატია; გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას; დავხვეწე google drive-ში მუშაობა. გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი; გავაკეთეთ თითოეული ნაშრომის პრეზენტაცია; მივიღეთ უკუკავშირი; შევიტანეთ აქტივობები სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში; ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებებზე; განვიხილეთ წიგნში მოდული 6. აქტივობა 1.; გეგმაში გავწერეთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, შევქმენით დამხმარე მასალა მათთვის; ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე.
რისთვისაც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий